მაიკ პენსი აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებაზე და მოქმედი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარს ამბობს
მაიკ პენსი აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებაზე და მოქმედი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარს ამბობს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებაზე და მოქმედი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პენსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი მიწერილ წერილში წერს.

„არ მჯერა, რომ მოქმედების ასეთი კურსი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში შედის ან ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება“, – ნათქვამია პენსის წერილში, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.

როგორც პენსი აღნიშნავს, ადმინისტრაციის ენერგია მიმართულია ხელისუფლების ორგანიზებული გადაბარების უზრუნველყოფაზე. მან მოუწოდა კონგრესის წევრებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაყოფს საზოგადოებას და არსებული ვნებათაღელვას კიდევ უფრო გააღვივებს.

„ითანამშრომლეთ ჩვენთან ტემპერატურის დასაწევად და ქვეყნის გასაერთიანებლად, ვიდრე ჩვენ ვემზადებით არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენი აშშ-ის მომავალ პრეზიდენტად ინაუგურაციისთვის“, – წერს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პროცედურული კენჭისყრით მიიღო რეზოლუცია, რომელიც მაიკ პენსს მოუწოდებს, აამოქმედოს კონსტიტუციის 25-ე შესწორება, რაც დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.

ამასთან, როგორც მოსალოდნელია, დღეს წარმომადგენელთა პალატა იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს.