მაიკ ჯონსონი – მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ვენესუელაში ჩატარებულ ოპერაციას კონგრესის თანხმობა არ სჭირდებოდა

02:51, 06.01.2026

ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ეს არის ოპერაცია, რომელსაც კონგრესის თანხმობა არ სჭირდებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონის თქმით, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციიდან რამდენიმე საათში ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

„მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ. ჩვენ მეტ დეტალს დახურულ ბრიფინგზე მივიღებთ“, – განაცხადა ჯონსონმა.

მისივე თქმით, წარმომადგენელთა პალატის ლიდერები კონგრესის ყველა წევრისთვის ბრიფინგს რამდენიმე დღეში ჩაატარებენ.

მსგავსი