მაიკ ჯონსონი - ჩვენ არ ვართ კავშირში რუსეთთან, პრეზიდენტი ტრამპი რასაც აკეთებს, არის მცდელობა, შექმნას საფუძველი სამშვიდობო შეთანხმების დასადებად, მე მადლიერი ვარ, რომ ამას აკეთებს
მაიკ ჯონსონი - ჩვენ არ ვართ კავშირში რუსეთთან, პრეზიდენტი ტრამპი რასაც აკეთებს, არის მცდელობა, შექმნას საფუძველი სამშვიდობო შეთანხმების დასადებად, მე მადლიერი ვარ, რომ ამას აკეთებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი უარყოფს ამერიკის რუსეთთან კავშირს. ამის შესახებ მან „სიენენთან“ საუბრის დროს განაცხადა.

„ჩვენ არ ვართ კავშირში რუსეთთან და მე არ ვენდობი არანაირ რუსულ პროპაგანდას. ჩვენ უნდა დავასრულოთ ომი. რასაც პრეზიდენტი აკეთებს, არის მცდელობა, შექმნას საფუძველი ამ სამშვიდობო შეთანხმების დასადებად და მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ ის ამას აკეთებს“, – განაცხადა ჯონსონმა კითხვაზე კრემლის განცხადების შესახებ, რომ აშშ-ის ინტერესები მსგავსია რუსეთის ინტერესების.

როგორც „სიენენი“ წერს, ჯონსონმა თავი აარიდა კითხვაზე პასუხს იმის შესახებ, სწორად მოიქცა თუ არა აშშ, როდესაც გაერო-ს რეზოლუციას არ დაუჭირა მხარი, რომელიც რუსეთისგან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს. შეგახსენებთ, 23 თებერვალს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა უკრაინის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას. აშშ-მა და რუსეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.