მაიკ დეანტონი „ჰიუსტონთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
„ჰიუსტონ როკეტსში“ დიდი ცვლილებები იგეგმება. გუნდის ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა შემადგენლობაში ძირეული ცვლილებები განახორციელოს – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლიდერების გაცვლა მოუწევთ.
„იესპიენის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ მაიკ დეანტონიმ დაასრულა ტეხასური გუნდის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე საუბრები და „როკეტსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში, უკანასკნელ სეზონს გამართავს.
Houston Rockets coach Mike D’Antoni has ended talks with management on a contract extension, league sources tell ESPN. D’Antoni plans to complete the final season of his deal in 2019-20. Story soon on ESPN.
— Adrian Wojnarowski (@wojespn) May 30, 2019