მაიკ ბუდენჰოლცერის აზრით გიანის ანტეტოკუნმპო ყველაზე სასარგებლო მოთამაშის ტიტულს იმსახურებს (ვიდეო)
მილუოკი ბაკსისთვის წლევანდელი სეზონი უკვე, შეიძლება ითქვას, წარმატებულია. გუნდი 48 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია და ორივე კონფერენციაში საუკეთესო შედეგს აჩვენებს.
რეგულარულის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის (MVP) კანდიდატთა შორის, ჯეიმს ჰარდენთან ერთად, ერთერთი მთავარი ფავორიტი უდავოდ გიანის ანტეტოკუნმპოა. ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მულუოკის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბუდენჰოლცერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გიანისი წელს საუკეთესო სეზონს ატარებს და MVP ტიტულს იმსახურებს.
Bucks’ Mike Budenholzer on whether Giannis Antetokounmpo is MVP: “Yes. Yes! He’s leading us defensively. Everyone sees what he does offensively. He sets the tone for our culture, for our work ethic. I would love for him to be in the [Defensive Player of the Year] conversation.” pic.twitter.com/A6IqMbAFp9
— Ben Golliver (@BenGolliver) March 2, 2019