„მაიჯორ ლიგ სოკერის“ პირველი დღის მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო
„მაიჯორ ლიგ სოკერის“ პირველი დღის მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო

„მეიჯორ სოკერ ლიგის“ (MLS) სეზონის განახლებას საფრთხე შეექმნა. ოთხშაბათს გასამართი შეხვედრა „ნეშვილსა“ და „ჩიკაგოს“ შორის გადაიდო. მიზეზი „ნეშვილის“ ხუთი ფეხბურთელის დადებითი ტესტია კორონავირუსზე.

ამ გუნდის ორი მოთამაშის დადებით ტესტზე ინფორმაცია უქმეებზე გავრცელდა, კიდევ სამი ფეხბურთელის დაინფიცირების შესახებ ცნობილი გახდა სამშაბათს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს თამაშის გადადება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირს გამოაკლდა „დალასი“, რადგან ამ გუნდში 10 ფეხბურთელს დაუდასტურდა COVID-19.

დატოვე კომენტარი