„მაიას თასის“ ტურნირზე ბაადურ ჯობავამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
„მაიას თასის“ ტურნირზე ბაადურ ჯობავამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში დასრულდა საჭადრაკო ფესტივალის, „მაიას თასის“ გათამაშების „ა“ კატეგორიის ტურნირი. საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ შესაძლებელი ცხრა ქულიდან 7,5 ქულა მოაგროვა და პირველობა დამაჯერებლად იზეიმა. ბაადურ ჯობავამ შეჯიბრი მარცხის გარეშე დაასრულა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და 7 – 7 ქულით მეორე-მეექვსე ადგილები გადაინაწილეს: ფიერმა, მაღალაშვილმა, ჯოჯუამფანცულაიამ და ვოლკოვმა.

ღია ტურნირის ტექნიკური შედეგები:

I ადგილი – ბაადურ ჯობავა (2700) – 7,5 ქულა;

II ადგილი – ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია;2495) – 7 ქულა;

III ადგილი- დავით მაღალაშვილი (2490) – 7 ქულა;

IV ადგილი – დავით ჯოჯუა (2513) – 7 ქულა;

V ადგილი- ლევან ფანცულაია (2598) – 7 ქულა;

VI ადგილი – ნიკა ვოლკოვი (2251) – 7 ქულა;

VII ადგილი – გიგა ყუფარაძე (2636) – 6,5 ქულა;

კატეგორიაში საუკეთესოები:

U14 – გიორგი გიორგაძე (1455) – 5,5 ქულა;

ELO 2000 < – აკაკი ზარდიაშვილი (1926)- 6 ქულა;

ELO 1800 < – აკაკი ღაჭავა (1677)- 5 ქულა;

ELO 1400 < – მიხეილ კვირტია – 4,5 ქულა.

7 სექტემბერს, 13:00 საათზე ფესტივალის ფარგლებში ქალთა და ბავშვთა ტურნირები გაიმართება.