„მაიას თასის“ გათამაშებაზე ოთხი ტურის შემდეგ დავით ჯოჯუა და ალექსანდრ ფიერი დაწინაურდნენ
„მაიას თასის“ გათამაშებაზე ოთხი ტურის შემდეგ დავით ჯოჯუა და ალექსანდრ ფიერი დაწინაურდნენ

მაია ჩიბურდანიძის სახელობის „დედოფლის აკადემიაში“ მიმდინარე „მაიას თასის“ გათამაშებაზე ოთხი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით დავით ჯოჯუა და ალექსანდრ ფიერი დაწინაურდნენ. მომდევნო ტურის ცენტრალური შეხვედრა სწორედ მათი პარტია იქნება.

ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ბაადურ ჯობავა, დავით არუთინიანი, ბეგლარ ჯობავა, გიგა ყუფარაძე და დავით მაღალაშვილი.

ტურნირში ხუთი ქვეყნის 86 მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის ვაჟთა შორის 10 საერთაშორისო დიდოსტატი და ქალთა შორის ოთხი საერთაშორისო დიდოსტატი.

მაია ჩიბურდანიძის სახელობის „დედოფლის აკადემიაში“ ხვალ მორიგი ტურის პარტიები გაიმართება.