მაიამიში ფორმულა 1-ის რბოლა ჩატარდება

18:57, 16.10.2019

2021 წლიდან ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ეტაპი მაიამიში გაიმართება. როგორც გამოცემა „ავტოსპორტი“ წერს რბოლის მაისში გამართვის შესახებ პრინციპული შეთანხმება მიღწეულია .

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მაიამის გრანპრი საქალაქო ტრასაზე გაიმართებოდა, მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლები და ქალაქის მთავრობა ამგვარი ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ახლა, ორგანიზატორებს მოუწევთ სარბოლო ტრასა „ჰარდ-როკ სტედიუმის“ გვერდით განათავსონ.

წინასწარი ვარაუდით, ფორმულა 1-ის ეტაპი წელიწადში 400 მილიონი დოლარის ოდენობის მოგებას მოიტანს.

ასე რომ, 2021 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ფორმულა 1-ის ორი ეტაპი გაიმართება.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში უკვე არის არის ერთი ამერიკული ქალაქი, კერძოდ ოსტინი ტექსასის შტატში.

მსგავსი