მაიამის ქალთა ტურნირი ეშლი ბარტიმ მოიგო

09:42, 31.03.2019
MIAMI GARDENS, FLORIDA - MARCH 30: Ashleigh Barty of Australia poses with the winner's trophy after her victory in the women's singles final against Karolina Pliskova of the Czech Republic at the Miami Open at Hard Rock Stadium on March 30, 2019 in Miami Gardens, Florida. (Photo by TPN/Getty Images)

მაიამის ქალთა ტურნირი ახალგაზრდა ავსტრალიელი ჩოგბურთელის, ეშლი ბარტის ტრიუმფით დასრულდა. მან ფინალში ორ სეტში დაამარცხა მეხუთე ნომრად განთესილი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა – 7:6(1), 6:3.

პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს და პარტიის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელშიც ავსტრალიელმა 1:1-ზე ზედიზედ ექვსი ქულა აიღო.

მეორე სეტში ბარტიმ ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ მისცა მეტოქეს, თავად კი პირველ და მეცხრე გეიმებში ორჯერ აიღო პლიშკოვას მოწოდება და კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია. ბარტიმ 15 ეისი ჩააწოდა, პირველ მოწოდებაზე კი მხოლოდ ხუთი გათამაშება დათმო.

22 წლის ბარტი ორშაბათიდან პირველად შეაღწევს კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში.

2019 წლის სეზონში ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციაში (WTA) უნიკალურ შემთხვევას აქვს ადგილი – წელს გამართულ 14 ტურნირს 14 სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავს.

მსგავსი