მაიამის „მასტერსზე“ ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა
მაიამის „მასტერსზე“ ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა

21 მარტს მაიამიში „მასტერსის“ სერიის მეორე ტურნირი იწყება. ორშაბათს მამაკაცთა ძირითადი ბადის წილისყრა შედგა და ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე გაირკვა. ის მეორე წრეში გასასვლელად იტალიელ ტომას ფაბიანოს შეხვდება.

სხვათა შორის, ბასილაშვილი და ფაბიანო წელს უკვე მეორედ უპირისპირდებიან ერთმანეთს. იანვარში მათ დოჰას ტურნირის პირველ წრეში გაარკვიეს ურთიერთობა და ქართველმა 6:4, 6:3. სულ ერთმანეთში სამი მატჩი ჩაუტარებიათ და ბასილაშვილი წინ არის – 2:1.

ცნობისთვის, ქართველი და იტალიელი თითქმის მეზობლები არიან რეიტინგში: ფაბიანო მსოფლიოს 86-ე ჩოგანია, ბასილაშვილი – 89-ე.

ასევე ცნობილია, რომ ბასილაშვილსა და ფაბიანოს შორის გამარჯვებული მეორე წრეში მსოფლიოს მერვე ჩოგანს, სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს შეხვდება.