„მაიამი ჰითი“ კრის პოლის გადაბირებით არის დაინტერესებული
„მაიამი ჰითი“ კრის პოლის გადაბირებით არის დაინტერესებული

სავარაუდოდ, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალ რეგულარულ სეზონს კრის პოლი „ოკლაჰომას“ შემადგენლობაში დაიწყებს.

„ჰიუსტონის“ აწ უკვე ყოფილი გამთამაშებელი „სანდერში“ რასელ ვესტბრუკის ნაცვლად მივიდა. შესაბამისად, რასი 2019-2020-ის სეზონიდან ჯეიმს ჰარდენთან ერთად „როკეთსის“ ღირსებას დაიცავს.

ამერიკულ მედიაში აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ პოლის შეძენით მაიამი ჰიტი არის დაინტერესებული. „ათლეტიკის“ (The Athletic) ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ ფლორიდული გუნდი პოლის გადაბირებას კიდევ ერთხელ, ამჯერად ზამთრის სატრანსფერო სეზონზე შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ „მაიამიში“ „ფილადელფიადან“ ჯიმი ბატლერი გადავიდა. კონტრაქტის მიხედვით, პოლი 2019-2020 წლების სეზონზე $38.5 მილიონ დოლარს მიიღებს, ეს კი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ „მაიამის“ ხელმძღვანელობას კრისის შეძენის შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური ხელფასის გადახდა მოუწევს.