„მაიამი ჰითი“ კონფერენციის ფინალში 2014 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს [ვიდეო]

ორლანდოში მიმდინარე პლეი-ოფების სერიაში კონფერენციის პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა.

„მაიამიმ“ „მილუოკის“ სერიის მეხუთე მატჩი დამაჯერებლად, ანგარიშით 103:94 მოუგო და საერთო ჯამში მეტოქე 4:1 დაამარცხა. „ჰიტი“ კონფერენციის ფინალში 2014 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს.

10 ქულიან ზღვარს ფლორიდულ გუნდში ერთდროულად ექვსი კალათბურთელი გაცდა. ყველაზე შედეგიანები 17-17 ქულით ჯიმი ბატლერი და გორან დრაგიჩი გამოდგნენ. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯეი კრაუდერმა.

„მილუოკელებს“ ვერ ეხმარებოდა გუნდის ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც კოჭის მესამე შეხვედრაში ტრავმა მიიღო. „ბაქსის“ რიგებში ყველაზე მეტი 23 ქულა კრის მიდლტონმა დააგროვა. 15 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ბრუკ ლოპესმა.

„მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ ეტაპზე „ბოსტონსა“ და „ტორონტოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. „სელტიკსი” სერიაში ანგარიშით 3:2 იგებს.