მაია სანდუ - უკრაინა როდესაც მოიგებს ომს, შეიძლება, არსებობდეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობა დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადასაჭრელად, მაგრამ მშვიდობიანი მოგვარების პირობით
უკრაინა როდესაც მოიგებს ომს, შეიძლება, არსებობდეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობა დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადასაჭრელად, მაგრამ პირობაა მისი მშვიდობიანი მოგვარება, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
„ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც უკრაინა მოიგებს ომს, შეიძლება, წარმოიშვას გეოპოლიტიკური შესაძლებლობა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად. მაგრამ იმ პირობით, რომ ეს მოხდება მშვიდობიანად. ამასობაში, ჩვენ ვემზადებით ამ გეოპოლიტიკური შესაძლებლობისთვის“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მოლდოვის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მაია სანდუმ აღნიშნა, რომ, კონსტიტუციის თანახმად, მოლდოვის რესპუბლიკა ნეიტრალური სახელმწიფოა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ.