მაია სანდუ - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, გავამყაროთ ჩვენი კოლექტიური მდგრადობა, რომელიც იქნება შეთანხმებული ევროკავშირის ინსტიტუტებთან
მაია სანდუ - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, გავამყაროთ ჩვენი კოლექტიური მდგრადობა, რომელიც იქნება შეთანხმებული ევროკავშირის ინსტიტუტებთან

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა კოლექტიური მდგრადობის გასამყარებლად, რომელიც იქნება შეთანხმებული ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან. ამის შესახებ მან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე განაცხადა.

„ჩვენი კოლექტიური რეგიონული უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენი თითოეული ქვეყნის ინდივიდუალურ უსაფრთხოებაზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ გავამყაროთ ჩვენი კოლექტიური მდგრადობა, რომელიც იქნება შეთანხმებული ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან. ეს არის მეტად ამბიციური სტრატეგიული დღის წესრიგი, თუ როგორ შეგვიძლია ერთად წინსვლა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო განსაზღვრისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინკლუზიურობის პატივისცემით, საერთო კუთვნილების პრინციპების, ერთობლივი პასუხისმგებლობის და დიფერენცირების შემდგომი კონსოლიდაცია უნდა მოხდეს“, – განაცხადა მაია სანდუმ.