მაჰმუდ აბასი - იერუსალიმი არ იყიდება
მაჰმუდ აბასი - იერუსალიმი არ იყიდება

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ ტრამპის მიერ წარდგენილ გეგმას „შეთქმულება“ უწოდა. ამის შესახებ განცხადება პალესტინის ავტონომიის ლიდერმა სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა.

„იერუსალიმი არ იყიდება, თქვენი შეთქმულება არ იმუშავებს. ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, პალესტინელების ისტორიული უფლებები უგულებელყოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ პალესტინის სახელმწიფოს, რომელის დედაქალაქი იერუსალიმია“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

აბასმა მოუწოდა პალესტინელებს, ტრამპის მიერ წარდგენილი გეგმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

„ჩვენ უარს ვამბობთ „საუკუნის გარიგებაზე“, – განაცხადა პალესტინის ლიდერმა. ამასთან აბასმა განაცხადა, რომ მზადაა ისრაელთან მოლაპარაკება „ახალო აღმოსავლეთის კვარტეტის“ შუამავლობით გაიმართოს, რომელშიც შედიან რუსეთი, აშშ, გაერო და ევროკავშირი.

„ჩვენ ახალო აღმოსავლეთში შუამავლად მხოლოდ აშშ-ს არ მივიღებთ“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზა პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა, 1967 წელს დადგენილ საზღვრებში.

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა, რომლის მიხედვითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად რჩება, ხოლო პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად ტრამპის გეგმაში იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი მოიაზრება.