მაგუაირს 21-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა - საუტგეიტმა მცველი ნაკრებიდან გარიცხა
მაგუაირს 21-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა - საუტგეიტმა მცველი ნაკრებიდან გარიცხა

საბერძნეთის სასამართლომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანს ჰარი მაგუაირს 21-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ინგლისელ ფეხბურთელს საქმის ყველა ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს – ჩხუბი, პოლიციელებზე თავდასხმა და ქრთამის შეთავაზება.

ინციდენტი საბერძნეთის კურორტ მიკონოსზე მოხდა, სადაც ფეხბურთელი სეზონის შემდეგ ისვენებდა. ყველაფერი დაიწყო მაგუაირის კონფლიქტით ბრიტანელი მოქალაქეების ჯგუფთან. მათ დაიწყეს ფეხბურთელის შეურაცხყოფა, კონფლიქტის მსვლელობისას, მაგუაირის და ბასრი საგნით ხელში დაჭრეს. ამან ფეხბურთელი გააბრაზა და ჩხუბი წამოიწყო.

მაგუაირის ვერსიით, ჩხუბის შემდეგ, მან ტრანსპორტი გამოიძახა დაჭრილი დის საავადმყოფოში გადასაყვანად, მაგრამ ამის ნაცვლად, ის და კიდევ ხუთი-ექვსი ადამიანი მიკროავტობუსიდან ჩამოიყვანეს პოლიციის განყოფილებაში გადასაყვანად. მაგუაირმა თავის ძმასთან და მეგობართან ერთად სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია. ასევე ხელბორკილიანმა ფეხბურთელმა პოლიციელს ტრავმა მიაყენა.

მეორე მხარე ამტკიცებს, რომ პოლიციის განყოფილებაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი თავისი შემოსავლით ტრაბახობდა და პოლიციისთვის თანხის გადახდას ცდილობდა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა მაგუაირის გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა, არადა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი გამოძახებული იყო ერთა ლიგის პირველი ორი ტურის მატჩებისთვის.

სასამართლოს შემდეგ ჰარი მაგუაირმა განაცხადა, რომ განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

დატოვე კომენტარი