„მანჩესტერ სიტი“ აპირებს 90 მილიონი ევრო შესთავაზოს „ლესტერს“ ინგლისის ნაკრების ცენტრალურ მცველში გარი მაგუაიერში, – ამტკიცებს გაზეთი „დეილი მირორი“ (Daily Mirror). როგორც ამბობენ, პრემიერლიგის ჩემპიონი მზად არის 26 წლის ინგლისელს ხელფასის სახით კვირაში 310 ათასი ევრო გადაუხადოს.
ასევე მაგუაირის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამს „მანჩესტერ იუნაიტედი“. გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი დაჟინებით მოითხოვს ლესტერელის შეძენას.
2018-19 წლების სეზონში მაგუაირმა „ლესტერში“ 32 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.
დღეისთვის, მცველებს შორის სატრანსფერო რეკორდი ეკუთვნის „ლივერპულის“ მცველს ვირჯილ ვან დეიკს, რომელიც მერსისაიდულმა გუნდმა 2018 წლის იანვარში „საუთჰემპტონიდან“ 84.65 მილიონ ევროდ შეიძინა.