მაგნუს კარლსენმა ნორვეგიის საჭადრაკო ფედერაცია დატოვა
მაგნუს კარლსენმა ნორვეგიის საჭადრაკო ფედერაცია დატოვა

ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნორვეგიელი დიდოსტატი მაგნუს კარლსენი, ნორვეგიის ჭადრაკის ფედერაციის შემადგენლობიდან გავიდა. ამის შესახებ თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ტარიე სვენდსენმა დაწერა. ამის გამო, კარლსენი ვერ შეძლებს თავისი ქვეყნის წარმოდგენას საჭადრაკო ოლიმპიადებზე.

იტყობინებიან, რომ კარლსენსა და ფედერაციას შორის უთანხმოების მიზეზი გახდა სასპონსორო კონტრაქტი საბუკმეიკერო კანტორა „კინდრედთან“. კერძოდ, ბუკმეიკერებმა შესთავაზეს ფედერაციას ხუთი მილიონი ევროს ოდენობის ხელშეკრულება, მაგრამ ორგანიზაციამ ეს წინადადება უარყო, რადგან ნორვეგიაში აკრძალულია უცხოური საბუკმეიკერო კომპანიების რეკლამა. თავად კარლსენი მხარს უჭერდა ამ წინადადებას.

კარლსენი საჩემპიონო ტიტულს ფლობს 2013 წლიდან. შარშან მან ჩემპიონობა დაიცვა ამერიკელ ფაბიანო კარუანასთან მატჩში.