მაგნუს კარლსენმა ისტორიული პარტია მოიგო და საჩემპიონო მატჩში ანგარიში გახსნა #1TVSPORT
მაგნუს კარლსენმა ისტორიული პარტია მოიგო და საჩემპიონო მატჩში ანგარიში გახსნა #1TVSPORT

დუბაიში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩის მეექვსე პარტია. ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა და რუსმა იან ნეპომნიაშჩიმ ჭადრაკის ახალი ისტორია დაწერეს – მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე ხანგრძლივი პარტია ითამაშეს – 136-ე სვლაზე გამარჯვება კარლსენმა მოიპოვა და მატჩში 3.5:2.5 დაწინაურდა. შეგახსენებთ, რომ წინა ხუთი პარტია ყაიმით დასრულდა.

აქამდე რეკორდული იყო პარტია ანატოლი კარპოვსა და ვიქტორ კორჩნოის შორის 1978 წელს – ის 124 სვლა გაგრძელდა.

კიდევ რჩება ჩასატარებელი რვა პარტია კლასიკურ ჭადრაკში. პარტიები გაიმართება 4, 5, 7, 8, 10, 11, 12 და 14 დეკემბერს. თუ მატჩი ფრედ დასულდება, 15 დეკემბერს დაინიშნება ტაი-ბრეიკი და ჩემპიონს ის გამოავლენს.