მაგნიტოგორსკში სახლის ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს [ვიდეო]

რუსული მედია ავრცელებს ვიდეოს მაგნიტოგორსკში ჩამოშლილი სახლიდან, სადაც ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. ვიდეოში ჩანს, როგორ ამოჰყავთ ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი.

ბოლო ინფორმაციით, მაგნიტოგორსკში სახლის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, ათობით მცხოვრები ნანგრევებში რჩება. მომხდარის გამო, 2 იანვარი მაგნიტოგორსკში გლოვის დღედ გამოცხადდა.