მაგიდის ჩოგბურთი | ანასტასია და ნიკოლოზ ჩხარტიშვილებმა მსოფლიო ახალგაზრდული სერიის გათამაშებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

13:17, 01.10.2026

27–30 სექტემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო ახალგაზრდული სერიის (WTT Youth Contender Tbilisi 2026) გათამაშება გაიმართა, რომელშიც 19 ქვეყნის 125 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირში საქართველოს 20-ზე მეტი სპორტსმენი გამოვიდა, რომელთაგან ანასტასია და ნიკოლოზ ჩხარტიშვილებმა შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ანასტასაია ჩხარტიშვილმა კი იგივე მიღწევა ერთეულთა თანრიგშიც გაიმეორა.

19-წლამდელთა შერეულ წყვილებში ჩხარტიშვილების დუეტი ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო. ქართველებმა პირველ შეხვედრაში კატარელ წყვილს 3:2 სძლიეს. ნახევარფინალში კი ისრაელისა და ბელარუსის წარმომადგენლებთან 1:3 დათმეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ერთეულთა თანრიგში საქართველოს სამი წარმომოადგენელი ჰყავდა – ანასტასია ჩხარტიშვილი, თეკლა ლიპარტელიანი და მარიამ გორგაძე. მათგან ძირითად ბადეში გადასვლა მხოლოდ ჩხარტიშვილმა შეძლო, სადაც მეოთხედფინალში ბელარუსი მარია სელივონეცი 3:2 დაამარცხა ნახევარფინალში კი გამოცდილ გერმანელი ჟოზეფინა ნეუმანთან 0:3 დამარცხდა და, შესაბამისად, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთელებისთვის საერთაშორისო სეზონი გრძელდება – შემდეგი მნიშვნელოვანი შეჯიბრება რიგის ახალგაზრდული თასი იქნება, რომელიც 22-25 ოქტომბერს 13 და 15-წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიებში გაიმართება.

მსგავსი