მაგიდის ჩოგბურთი | ანასტასია ჩხარტიშვილი ლატვიის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT
ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა ღია ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, სადაც წარმატებით იასპარეზა 17 წლის ანასტასია ჩხარტიშვილმა, რომელიც ქალთა შორის ერთეულთა შეჯიბრების ვიცე-ჩემპიონი გახდა. სარეიტინგო ტურნირში ევროპის 11 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩხარტიშვილი შეჯიბრებაზე მე-14 ნომრად იყო განთესილი. მან პირველ შეხვედრაში ესტონეთის მრავალგზის ჩემპიონი, ესტონეთის 2026 წლის ქალთა თასის მფლობელი, ანჯელა ლაიდინენი 3:0 დაამარცხა, ასეთივე ანგარიშით მოუგო ფინეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ მარია გირლეას.
მეოთხედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ლონდონის გრანპრის მფლობელი, წყვილთა შორის ნიდერლანდების ჩემპიონი, დორბილა ორგუსესკა გამოთიშა ასპარეზობას (3:1). ნახევარფინალში კი 20 წლის ლიეტუველ მარია მიკალაუსკიტეს (რომელიც ამავე ტურნირის 21-წლამდელთა შორის გამარჯვებული გახდა) 3:0 სძლია.
ფინალში ჩხარტიშვილის მეტოქე ესტონეთის რვაგზის ჩემპიონი, 28 წლის აირი ავამერი იყო, რომელთანაც ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი 1:3 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.