„ინდიანა პეისერსის“ ცენტრისა და გოგა ბითაძის თანაგუდნელის, მაელს ტერნერის მამას კორონავირუსი დაუდგინეს. მან რამდენიმე დღე ინტენსიური დაკვირვებისა და თერაპიის განყოფილებაში გაატარა. მაელსის მამამ ვირუსი დაამარცხა. ტერნერნმა ამასთან დაკავშირებით NBC Sports-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„მამაჩემს კორონავირუსი დაუდგინეს. ამჟამად, ის სრულად გამოჯანმრთელებულია. თუმცა, ამ ყველაფრის გადატანა ძალიან რთული იყო. ბევრი ინტერნეტში ხალისობს ამ თემით, სანამ პირადად არ შეეხება ეს უბედურება. მამაჩემი ძალიან დასუსტებული იყო, როდესაც შევიტყვეთ, რომ ინფიცირებულია. მას საუბარი ძლივს შეეძლო.
მამაჩემმა საავადმყოფოში ერთი კვირა გაატარა და საკმაოდ დიდი ბრძოლა გადაიტანა, ის 56 წლის არის. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გავაანალიზე, რომ საქმე მართლაც ძალიან რთულად არის. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ინფექცია შეეყაროს და ჩვენ მასზე ბევრი არ ვიცით. ამიტომ ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ტერნერმა.