მადრიდში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა
მადრიდში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა

მადრიდში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, აქცია იმ ფონზე გაიმართა, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ცდილობს, გაუმკლავდეს კორუფციის ბრალდებების სერიას, რომელიც მის ოჯახს, პარტიასა და ადმინისტრაციას უკავშირდება.

დემონსტრაციაზე ათიათასობით ადამიანი იმყოფებოდა. საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო კონსერვატიული სახალხო პარტიის (PP) მიერ, სლოგანით „ეს არის: მაფია თუ დემოკრატია?“

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საპროტესტო აქციაში დაახლოებით 80 000 ადამიანი მონაწილეობდა. სახალხო დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ალბერტო ნუნეზ ფეიხომ საკანონმდებლო ორგანოს „აბსურდი“ უწოდა და განაცხადა, რომ ასე გაგრძელება დაუშვებელია.

„სანჩიზმი პოლიტიკური, ეკონომიკური, ინსტიტუციური, სოციალური და მორალური კორუფციაა. ის უნდა წავიდეს“, – განაცხადა ფეიხომ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.