მადრიდში Femen-ის აქტივისტებმა დიქტატორ ფრანკოს მომხრეების აქციის ჩაშლა სცადეს [ვიდეო]

მოძრაობა Femen-ის აქტივისტებმა ესპანელი დიქტატორის მხარდამჭერების აქციის ჩაშლა სცადეს. ინციდენტი მადრიდში მოხდა, როდესაც ფრანკოს მომხრეები დიქტატორის სიკვდილის თარიღთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.

აქციაზე ფემინისტური ორგანიზაციის სამი წევრი მივიდა. წელს ზემოთ შიშველი ქალებს სხეულზე ფაშიზმის საწინააღმდეგო სლოგანები ეწერათ. მათ გამოჩენას აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

ფრანკოს მომხრეები აპროტესტებდნენ ესპანეთის მთავრობის ინიციატივას, რაც ფრანკოს ცხედრის მავზოლეუმიდან გადასვენებას და აღნიშნული მონუმენტის სამოქალქო ომის მსხვერპლთა მემორიალად ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად.