მადრიდის „რეალს“ ვინისიუსი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ტრავმის გამო მადრიდის „რეალს“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბრაზილიელმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრის დროს მიიღო, რომელშიც „რეალმა“ „ლეგანესი“ 3:0 დაამარცხა.
ნოემბერსა და დეკემბერში „სამეფო კლუბს“ ვინისიუსი „ლივერპულის“, „ხეტაფეს“, „ბილბაოს“, „ჟირონას“, „ატლეტიკოსა“ და „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ შეხვედრებისას დააკლდება.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი 2024 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი კანდიდატი იყო და გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა.