მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის დიდი ნაწილის ჩატარება დანი სებალიოსის გარეშე მოუწევს #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი დანი სებალიოსი, დაახლოებით, ორი თვით დაკარგა.
ესპანელმა ნახევარმცველმა ტრავმა კოპა დელ რეის პირველი ნახევარფინალური მატჩის დროს მიიღო, რომელიც „რეალმა“ სტუმრად „სოსიედადთან“ 1:0 მოიგო.
შედეგად, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის დიდი ნაწილის ჩატარება „რეალს“ სებალიოსის გარეშე მოუწევს. მერვედფინალში „რეალი“ „ატლეტიკოს“ შეხვდება, ხოლო ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მისი მეტოქე პსვ-სა და „არსენალს“ შორის გამარჯვებული იქნება.
სებალიოსის გარდა, გუნდის დღევანდელი ვარჯიში ვალვერდემ, ბელინგემმა, კარვახალმა, მილიტაომ და ვალიეხომ გამოტოვეს.