მადრიდის „რეალს“ „ბარსელონასთან“ შეხვედრისთვის ტიბო კურტუა დაუბრუნდება #1TVSPORT

18:30, 04.05.2026

მადრიდის „რეალის“ ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა „ბარსელონასთან“ ლა ლიგის შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს.

კურტუას ბარძაყის კუნთის ტრავმა ჰქონდა და მარტის შემდეგ არ უთამაშია. ჟურნალისტ მელჩორ რუისის ინფორმაციით, „ელ კლასიკოს“ ბელგიელი ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

რაც შეეხება კილიან მბაპეს, მისი თამაშის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდეგ კვლავ რეაბილიტაციას გადის და მოედანზე მისი გასვლის საკითხი მატჩის წინ გადაწყდება.

ამ მომენტისთვის მადრიდის „რეალი“ 77 ქულით ლა ლიგაში მეორე ადგილზეა და „ბარსელონას“ 11 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი