მადრიდის „რეალმა“ სადიო მანესთან მოლაპარაკებები გამართა 
მადრიდის „რეალმა“ სადიო მანესთან მოლაპარაკებები გამართა 

ესპანური პრესის ინფორმაციით, შედგა პირველი კონტაქტი მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლებსა და „ლივერპულის“ ფორვარდის სადიო მანეს აგენტებს შორის.

აღნიშნავენ, რომ მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი უკვე ელაპარაკა მანეს და განაცხადა, რომ ძალიან უნდა სენეგალელის ხილვა „რეალში”. „სამეფო კლუბი“  ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტრანსფერის განხორციელებას იმედოვნებს.

სადიო მანეს მოქმედი ხელშეკრულება ინგლისურ კლუბთან 2013 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში სენგალელმა  „ლივერპულის“ შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი შეასრულა.