მადრიდის „რეალმა“ „ატალანტას“ ბრაზილიელი ნახევარმცველის, ედერსონის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო, – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც Calciomercato წერს, მიმდინარე სეზონის მანძილზე ესპანური ფეხბურთის გრანდის სკაუტები ფეხბურთელს აქტიურად აკვირდებოდნენ.
25 წლის ბრაზილიელის შეძენით, „რეალის“ გარდა, რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბი ინტერესდება, მათ შორის „მანჩესტერ სიტი“, „ატლეტიკო“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.
ედერსონს „ატალანტასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი ტრანსფერი, დაახლოებით, 50-60 მილიონ ევროდაა შეფასებული.