მადრიდის „რეალმა“ დენზელ დუმფრისის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

16:30, 05.07.2026

ოფიციალურად დადასტურდა, რომ დენზელ დუმფრისი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. ესპანურმა გრანდმა ის მილანის „ინტერიდან“ შეიძინა.

მას შემდეგ, რაც 30 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, „სამეფო კლუბთან“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში 2030 წლის ზაფხულამდე იქნება. მადრიდელებს დუმფრისის ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდათ.

დუმფრისი მილანურ კლუბში 2021 წლიდან ირიცხებოდა, სადაც ჩატარებულ 207 შეხვედრაში 27-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. იტალიაში გადაბარგებამდე კი ის საკუთარ სამშობლოში, პსვ ეინდჰოვენის, „ჰერენვეენისა“ და „სპარტას“ შემადგენლობაში გამოდიოდა.

მსგავსი