მადრიდის „რეალმა“ აზარის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა
მადრიდის „რეალმა“ აზარის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

ლონდონის „ჩელსის“ ბელგიელი შემტევი ედენ აზარი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდა. 28 წლის მოთამაშესთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, – იტყობინება „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებგვერდი.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, აზარს ოფიციალურად წარადგენენ. პრეზენტაცია 13 ივნისს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართება.

ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ „ჩელსი“ თავისი ფეხბურთელის 130 მილიონ ფუნტად გაყიდვას დათანხმდა.

ედენ აზარი „ჩელსიში“ 2012 წელს გადავიდა. ამ პერიოდში მან 352 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 110 გოლი გაიტანა და 92 შედეგიანი პასი შეასრულა. ლონდონელთა რიგებში ის ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ევროპის ლიგა და თითოჯერ ინგლისის თასი და ინგლისის ლიგის თასი. 2014-15 წლების სეზონში, აზარი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.