მადრიდის „რეალმა“ „ატლეტიკოს“ ხულიან ალვარესის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო ოფიციალურად შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ „ატლეტიკოს“ ხულიან ალვარესის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო ოფიციალურად შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, „სამეფო კლუბმა“ ხულიან ალვარესის სანაცვლოდ მადრიდის „ატლეტიკოს“ 150 მილიონი ევრო შესთავაზა:

„დირექტორთა საბჭოს დღევანდელი შეკრების დასრულებისთანავე „რეალმა“ თანაქალაქელებს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით 150-მილიონიანი წინადადებით ოფიციალურად მიმართა.

აღნიშნული შეთავაზების განხილვისა და გაანალიზების შემდეგ „ატლეტიკომ“ მადრიდელებს ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა წინადადებაზე უარი განაცხადა და მოთამაშის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული გამოსასყიდი ღირებულების დაფარვა მოითხოვა“, – წერს „რეალის“ ოფიციალური გვერდი.