მადრიდის „რეალმა“ ანტონიო რუდიგერს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავა #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ გერმანელ ცენტრალურ მცველს, ანტონიო რუდიგერის კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.
33 წლის რუდიგერის მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე ზაფხულში, 30 ივნისს იწურება. გამოცემის მიერ გავრცელებული ცნობით, თავად ფეხბურთელს ორიწლიანი კონტრაქტი სურს, თუმცა „სამეფო კლუბში“ დარწმუნებულნი არიან, რომ რუდიგერი მათ შეთავაზებას დათანხმდება.
მიმდინარე სეზონში გერმანელმა 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ის მადრიდული გუნდის ღირსებას 2022 წლიდან იცავს.