მადრიდის „რეალის“ ყოფილ მცველს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ
მადრიდის „რეალის“ ყოფილ მცველს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ

„შალკეს“, მადრიდის „რეალისა“ და გერმანიის ნაკრებიის ყოფილი მცველი კრისტოფ მეტცელდერი ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში არის ბრალდებული.

ჰამბურგის პროკურატურამ დაადასტურა, რომ გამოძიებას აწარმოებს 38 წლის მამაკაცის მიმართ, – წერს „ბილდი“ (Bild). ლაპარაკი სწორედ მეტცელდერზეა. გამომძიებლებმა მას ჰოინეფის სპორტულ სკოლაში მიაკითხეს, რომელიც ყველაზე ცნობილია გერმანიაში. იქ ყოფილი ფეხბურთელი სამწვრთნელო კურსებს გადიოდა.

მეტცელდერს ჩამოართვეს ტელეფონი, რის შემდეგაც დიუსელდორფში სახლამდე მიაცილეს, იქ ჩხრეკა ჩაატარეს და პოლიციამ თან წაიღო შესასწავლად კრისტოფის კომპიუტერი.

პოლიცია მეტცელდერს კვალზე ფეხბურთელის საცოლის მეშვეობით გავიდა. ქალმა წარმოადგინა პორნოგრაფიული ხასიათის მინიმუმ 15 ფოტო ბავშვების მონაწილეობით. კრისტოფმა ფოტოები „ვათსაპის“ მეშვეობით გააგზავნა. თავად ფეხბურთელი ჯერ არ დაუპატიმრებიათ.

17 წლის წინ, კრისტოფ მეტცელდერი „დორტმუნდთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწია. მან კარიერა 2015 წელს დაასრულა.

გერმანიაში ძალიან გაუკვირდათ „ბილდის“ ინფორმაცია: უწყინარი და ოდესღაც ნიჭიერი მეტცელდერისგან აშკარად არ ელოდნენ პედოფილიით გატაცებას. ბევრი აღშფოთებულიცაა, რომ ისტორიამ ოპერატიულად იპოვნა დღის სინათლე.