მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე უილიამ სალიბა იქნება #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე უილიამ სალიბა იქნება #1TVSPORT

მომავალ ზაფხულს მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ლონდონის „არსენალის“ ფრანგი ცენტრალური მცველი უილიამ სალიბა იქნება, – ინფორმაციას გამოცემა Fichajes-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სალიბას „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საოცნებო შენაძენად მიიჩნევს და კლუბი მას უკვე დიდი ხანია, აქტიურად აკვირდება.

23 წლის ფეხბურთელი „არსენალმა“ 2019 წელს „სენტ ეტიენიდან“ გადაიბირა, რის შემდეგაც ის სამჯერ იყო განათხოვრებული – უკან „სენტ ეტიენში“, „ნიცასა“ და „მარსელში“. „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში დამკვირდების შემდეგ კი ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და პრემიერლიგის გამორჩეულ მცველად იქცა.

სავარაუდოდ, უილიამ სალიბას აგენტს მადრიდის „რეალი“ სეზონის მიწურულს დაუკავშირდება, მას მოქმედი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2028 წლამდე აკავშირებს.