მადრიდის „რეალის“ მეკარეს აჯობა - მამარდაშვილის მოგერიება ტურში საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მე-6 ტურის მატჩების ტოპ-5 მოგერიება დაასახელა და ცნობილი გახდა, რომ ლა ლიგის ამ შეხვედრებში საუკეთესოდ გიორგი მამარდაშვილის ქმედება აღიარეს.

ლა ლიგამ მე-6 ტურის მატჩების ტოპ-5 მოგერიება დაასახელა და ვიდეოები წუთების მიხედვით გამოაქვეყნა:

00:05 – 5. აგუსტინ მარჩესინი, სელტა

00:28 – 4. ტიბო კურტუა, მადრიდის რეალი

00:50 – 3. დევიდ სორია, ხეტაფე

01:12 – 2. ჯერემიას ლედესმა, კადისი

01:36 – 1. გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია

მამარდაშვილის გუნდმა ვიგოს „სელტასთან“ საშინაო მატჩი 3:0 კი მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმის 82-ე წუთამდე ანგარიში იყო 1:0, ხოლო 72-ე წუთზე იყო მომენტი, როცა „სელტას“ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო.

გუნდი ქართველმა მეკარემ გადაარჩინა, როდესაც ახლოდან დარტყმული ბურთი მოიგერია.