მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელები გეგმავენ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის გუნდის მთავარი მწვრთნელი ხაბი ალონსო იყოს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელები გეგმავენ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის გუნდის მთავარი მწვრთნელი ხაბი ალონსო იყოს #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ და ესპანელმა სპეციალისტმა, ხაბი ალონსომ სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს, – ინფორმაციას სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

კლუბის მესვეურებს სურთ, რომ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ალონსო უკვე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყოს. აშშ-ში ტურნირი 14 ივნისს დაიწყება. ჯგუფურ ეტაპზე „რეალის“ მეტოქეები „ალ ჰილალი“ (საუდის არაბეთი), „პაჩუკა“ (მექსიკა) და „ზალცბურგი“ (ავსტრია) იქნებიან. პირველ მატჩს ესპანური გუნდი 18 ივნისს მაიამიში „ალ ჰილალთან“ გამართავს.

რამდენიმე დღეში „რეალი“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის პომპეზურად დაემშვიდობება. იტალიელმა თავის კარიერაში მეორედ მადრიდული გუნდი 2021 წელს ჩაიბარა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. პირველად ის „რეალს“ 2013-2015 წლებში ავარჯიშებდა და მაშინაც მოახერხა მთავარი საკლუბო ტურნირის მოგება.

რაც შეეხება ხაბი ალონსოს, მისი კარიერის მთავარი მიღწევა „ლევერკუზენთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონატისა და თასის მოგებაა.