მადრიდის „რეალის“ ინტერესის მიუხედავად, უილიამ სალიბა „არსენალთან“ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს #1TVSPORT
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ მცველმა, უილიამ სალიბამ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ინგლისურ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი „მეთოფეებთან“ ახალი კონტრაქტის შესახებ აქტიურად საუბრობს და გარიგება მალე შედგება, რის შედეგადაც „რეალში“ მისი გადასვლა პრაქტიკულად გამოირიცხა. როგორც ცნობილია, მადრიდული კლუბი სალიბას გადაბირებას 2026 წლის ზაფხულში გეგმავდა, თუმცა ვითარება შეიცვალა.
ფრანგი ფეხბურთელი „არსენალმა“ 2019 წელს შეიძინა და ამჟამინდელი ხელშეკრულებით, ლონდონურ კლუბთან 2027 წლამდეა დაკავშირებული.