მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები კილიან მბაპეს წასვლას ითხოვენ - პეტიციას მილიონზე მეტი ხელმოწერა აქვს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები კილიან მბაპეს წასვლას ითხოვენ - პეტიციას მილიონზე მეტი ხელმოწერა აქვს #1TVSPORT

ავტორიტეტული სპორტული გამოცემის, Sportbible-ის ცნობით, „რეალის“ გულშემატკივრებმა გლობალური ონლაინ პეტიცია შექმნეს, რომლითაც კილიან მბაპეს მადრიდული გრანდიდან წასვლას ითხოვენ. აღნიშნულ მოთხოვნას მსოფლიოს მასშტაბით უკვე მილიონმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი.

ქომაგების რადიკალური პროტესტი გუნდში შექმნილ დაძაბულ ვითარებასა და კლუბის უარყოფით შედეგებს უკავშირდება. ვითარებას ამძიმებს გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც, ფრანგ სუპერვარსკვლავსა და არბელოას სამწვრთნელო შტაბის წევრს შორის კონფლიქტი მოხდა.

გუნდური წარუმატებლობის მიუხედავად, მბაპეს ინდივიდუალური სტატისტიკა შთამბეჭდავია – მადრიდელთა რიგებში ჩატარებულ 100 შეხვედრაში მან 85 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.