მადრიდის „რეალის“ ახალი მწვრთნელი ჯულენ ლოპეტეგია
მადრიდის „რეალის“ ახალი მწვრთნელი ჯულენ ლოპეტეგია

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – ამის შესახებ წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. 51 წლის სპეციალისტმა „სამეფო კლუბთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლოპეტეგი გუნდს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდება. ეს სპეციალისტი ესპანეთის ნაკრებს 2016 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს და ჯერ ერთი მარცხიც არ აქვს. მანამდე ლოპეტეგი „პორტუს“ მთავარი მწვრთნელი იყო.

„რეალის“ დამრიგებლის პოსტი ვაკანტურია ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, როცა ზინედინ ზიდანმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა.