მადრიდის „რეალი“ ზიდანის პოჩეტინოთი შეცვლისთვის ემზადება
მადრიდის „რეალი“ ზიდანის პოჩეტინოთი შეცვლისთვის ემზადება

ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო, შესაძლოა, მადრიდის „რეალს“ ჩაუდგეს სათავეში.

ტელეკომპანია El Chiringuito-ს ინფორმაციით, მადრიდული კლუბი განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ზინედინ ზიდანის გაშვებას არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.

იტყობინებიან, რომ „რეალმა“ დაიწყო ზიდანის შემცვლელის ძებნა და უკვე დაამყარა კონტაქტი პოჩეტინოს წარმომადგენლებთან.

ამ მომენტისთვის, „რეალი“ მეორე ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში და ლიდერ „ბარსელონას“ ორი ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდელებმა პირველი შეხვედრა შინ „მანჩესტერ სიტისთან“ 1:2 წააგეს. განმეორებითი მატჩი ინგლისში 17 მარტს გაიმართება.