მადრიდის „რეალი“ მზადაა, ზაფხულში ავსტრიელ მცველს, დავიდ ალაბას შეელიოს, – ინფორმაციას გამოცემა „ესტადიო დეპორტივო“ ავრცელებს.
ალაბას მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლითაა გათვლილი და მასთან დაკავშირებით „სამეფო კლუბი“ სხვა კლუბების წინადადებებს განიხილავს.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის 15 გზის გამარჯვებული 32 წლის მცველთან განშორებას აპირებს, ფეხბურთელის ტრავმებია.
დავიდ ალაბა მადრიდის „რეალის“ წევრი 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გახდა. მან ამ დროის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, 2022 და 2024 წლებში მოიგო.