მადრიდის „რეალი“ ვიტინიათი დაინტერესდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ ვიტინიათი დაინტერესდა #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ დაინტერესებულია „პარი სენ-ჟერმენის“ 25 წლის ნახევარმცველის ვიტინიას შეძენით. ამის შესახებ დაწერა ესპანურმა გაზეთმა Marca-მ.

გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილია გამოსასყიდი თანხა – 90 მილიონი ევრო, რომელიც აქტუალური გახდება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ ფრანგული კლუბი არ აპირებს ნახევარმცველთან 2025 წლის ზაფხულში გამოთხოვებას.

გასულ სეზონში ვიტინიამ ყველა ტურნირზე 59 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.