მადრიდის „რეალი“ როდრის ტრანსფერთან დაკავშირებით „მანჩესტერ სიტის“ დაუკავშირდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, როდრის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო და ინგლისურ კლუბს მიმართა, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის ცნობით, ამ ტრანსფერს პირადად ფლორენტინო პერესმა დაუჭირა მხარი. მადრიდელები ინგლისურ კლუბს უკვე დაუკავშირდნენ და მზადყოფნა გამოთქვეს, ესპანელ ფეხბურთელში 50 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ „ქალაქელების“ ფინანსური მოთხოვნა გაცილებით მაღალი იქნება.
არსებული ცნობებით, „სიტის“ დატოვებისა და „სამეფო კლუბში“ გადასვლის სურვილი თავად მოთამაშესაც აქვს, თუმცა საბოლოო შედეგი კლუბებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული.
როდრი მანჩესტერულ კლუბში 2019 წლიდან ირიცხება და მისი მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში. 2023 წელს როდრიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო 2024 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.
🚨⚪️ Real Madrid have approached Manchester City for Rodri for the first time.
Negotiations have started with verbal discussions between clubs.
Florentino Pérez has given approval to the deal after doors closed for months.
Real indicate they are ready to spend over €50m. pic.twitter.com/mf8HNldbcZ
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 29, 2026