მადრიდის „რეალი“ როდრის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს იხდის #1TVSPORT

19:21, 01.08.2026

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, როდრის დამატებასთან ახლოს არის, – ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

ესპანური კლუბი ტრანსფერის ფინანსურ ნაწილზე უკვე ჩამოყალიბდა და ფეხბურთელის სანაცვლოდ მზად არის დაახლოებით 65 მილიონ ევრო გადაიხადოს.

ამ ეტაპზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, 30 წლის ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ყველაფერი გაირკვევა.

როდრი გასული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელს. ესპანელი „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წლიდან ირიცხება და გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა. მასთან ერთად ინგლისურმა გუნდმა ოთხჯერ – პრემიერლიგა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

2024 წელს როდრი მთავარი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული გახდა.

მსგავსი