მადრიდის „რეალი“ ობამეიანგით დაინტერესდა
მადრიდის „რეალი“ ობამეიანგით დაინტერესდა

ლონდონის „არსენალის“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ძალიან მალე, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატში ვიხილოთ, – წერს ინგლისური გაზეთი „სანი“.

წყაროს ცნობით, მადრიდული კლუბი მზად არის „არსენალს“ 70 მილიონი ევრო გადაუხადოს ფორვარდის სანაცვლოდ, აგრეთვე, უფასოდ დაუთმოს კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი.

მიმდინარე სეზონში 30 წლის გაბონელმა ფორვარდმა 16 მატჩი ჩაატარა „არსენალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე და 10 გოლი გაიტანა.