მადრიდის „რეალი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დაბრუნებას განიხილავს #1TVSPORT

19:40, 28.04.2026

მადრიდის „რეალს“, შესაძლოა, კვლავ ჟოზე მოურინიო ჩაუდგეს სათავეში, – ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობებით, სეზონის დასრულების შემდეგ „სამეფო კლუბი“ ალვარო არბელოას დაემშვიდობება, ხოლო მის შემცვლელად კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჟოზე მოურინიოს მიიჩნევს.

ამ ეტაპზე მოურინიო „ბენფიკასთან“ არის კონტრაქტით დაკავშირებული. ხელშეკრულება მხარეებს შორის 2027 წლის ივნისამდეა გაფორმებული, თუმცა სამი მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში „რეალს“ შესაძლებლობა ექნება, მოურინიო გადაიბიროს.

ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალს“ 2010-2013 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში გუნდს ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოაგებინა.

მსგავსი