მადრიდის „რეალი“ ლაუტარო მარტინესში 120 მილიონს იხდის
მადრიდის „რეალი“ ლაუტარო მარტინესში 120 მილიონს იხდის

მილანის „ინტერის“ ფორვარდი, 22 წლის არგენტინელი ლაუტარო მარტინესი უახლოეს ზაფხულში, შესაძლოა, მადრიდის „რეალს“ შეუერთდეს, – წერს ინტერნეტ-გამოცემა TYCsports.com.

„რეალში“ მარტინესს შეეძლება წელიწადში 14 მილიონი ევრო გამოიმუშავოს.

თუმცა, „სამეფო კლუბს“, შესაძლოა, ხელი შეუშალოს „ბარსელონამ“, რომელიც ლაუტაროში ლუის სუარესის შემცვლელს ხედავს. ამასთან, კატალონელები ვერ შეძლებენ იგივე პირობები შესთავაზონ არგენტინელს, როგორიც „რეალმა“ მოამზადა.

მიმდინარე სეზონში მარტინესმა „ინტერში“ 28 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

ლაუტარო მარტინესზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“.